- საქმე
- ზმნა, ზმნობა, მოქმედება, შრომა, გართვა რასამე შინა, გინა გარდასავალი ვისიმე, ანუ საქციელი (მატ. 16, 27; საქმ. 13, 25; რომაელ. 2, 6; კოლას. 3, 9), деяние, делание, дело.— სამუშავო, საკეთებელი, ხელთსაქმარი, дело, работа.— წერილით საბჭობი სამართალი, дело, делопроизводство.— საჭიროება ვისთანმე მოსახსენებელი, მოსალაპარაკებელი, ანუ გასარიგებელი, дело, надобность, нужда.— ზოგჯერ იხმარების ნაცუალად ნივთისა (ფსალ. 63, 3 და 100, 3; ლუკ. 1, 1), вещь.
Грузинский толковый словарь с русскими комментариями. 2013.